დანაშაულის მსხვერპლი და სოციალური ქსელები995 2014.12.10
დანაშაულის მსხვერპლი და სოციალური ქსელები
ტექნიკური პროგრესი და, კონკრეტულად, კომპიუტერული სისტემის მზარდი ტემპით განვითარება ის საკითხია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა სფეროზე. ყოველდღიურობის ონლაინ რეჟიმში გადატანამ, ყველაფერთან ერთად, ბევრი სირთულე წარმოშვა. ჩვენს პოსტში შევეხებით თემას, რომელიც უკავშირდება სოციალური მედიისა და დანაშაულის მსხვერპლთა ურთიერთმიმართებას. ამ კუთხით ცივილიზებული მსოფლიო უკვე სერიოზულად ფიქრობს და ლიტერატურაც იქმნება საკითხის ფსიქოლოგიურ, სოციალურ თუ სამართლებრივ ასპექტებზე. მივიჩნევთ, რომ აღნიშნულზე ფიქრი ქართულ რეალობაშიც არ იქნება ურიგო და Thaddeus Hoffmeister-ის ნაშრომზე დაყრდნობით გთავაზობთ მცირე მიმოხილვას თემისა, რომელიც შეეხება დანაშაულის მსხვერპლთა ქცევას, რომელიც სოციალურ მედიაშია გამოხატული და ამ ქცევის შესაძლო შედეგებს.