მუნიციპალური არჩევნები და უცხოელთა საარჩევნო უფლება1872 2014.12.24
მუნიციპალური არჩევნები და უცხოელთა საარჩევნო უფლება
ზოგადად, არჩევნები ყოველთვის უკავშირდება მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს და, ამდენად, მისი აქტუალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. არჩევნების თემასთან დაკავშირებით საინტერესოა უცხოელთა საარჩევნო უფლების საკითხიც, რომლის ცალსახა გადაწყვეტაც ჭირს. ამ კუთხით არის მოსაზრებები გამოთქმული მეცნიერ თუ პრაქტიკოს იურისტთა მიერ თუმცა რთულია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის - თორნიკე ნემსწვერიძის სტატია სწორედ ამ თემას შეეხება. ნაშრომში, სახელწოდებით "მუნიციპალურ არჩევნებში უცხოელთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების პერსპექტივები", განხილულია უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება, არგუმენტები იმ პოზიციის გასამყარებლად, რატომ უნდა ჰქონდეთ უცხოელებს საარჩევნო უფლება მუნიციპალურ არჩევნებში და როგორ ხდება საკითხის მოწესრიგება საზღვარგარეთის ქვეყნებში. ყოველივე ეს მკითხველს საშუალებას აძლევს კარგად გაერკვეს დასმული პრობლემის არსში და გაიზიაროს ის პოზიცია, რომელიც უფრო დამაჯერებლად მიაჩნია. ხშირად უცხოელის აქტიურ საარჩევნო უფლების შეუფერხებელ რეალიზაციას სახელმწიფოსთვის დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების ხელშეწყობის მიზანი აქვს. უცხოური პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს აღნიშნულზე თუმცა ჩვენი ნაციონალური კანონმდებლობის ფარგლებში კვლავ სადავოა ეს საკითხი. ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -მუნიციპალურ არჩევნებში უცხოელთათვის საარჩევნო უფლების მინიჭების პერსპექტივები. კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას!