1273
2014.12.25
საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში
ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ხარვეზები და უზუსტობები, სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენა არაა. ეს ხშირად გამოწვეულია ნაციონალური სამართლებრივი რეჟიმისთვის უცხო და ახალი ინსტიტუტების დანერგვით. საავტორო უფლებების საკითხზე ვერ ვიტყვით, რომ ახალია, მაგრამ ორაზროვანი თემები ამ კუთხით მრავლადაა. ყველაზე მწვვედ ეს საკითხი პრაქტიკაში დგას, რადგან, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში საავტორო უფლებების მასობრივი უგულებელყოფა შეინიშნება.
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის - ნანა ნატროშვილის სტატიაც სწორედ საავტორო უფლებების დაცვის თემას შეეხება. ნაშრომში განხილულია ამ მიმართულებით პრობლემური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო დონეზე ხარვეზები მაინცდამაინც არ გვაქვს, რამდენადაც "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი მეტწილად შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან. ამდენად, პრობლემის განსაზღვრისას მიმოხილულია ის სახელმწიფო და არასახელმწიფო ბერკეტები, რომლებიც საავტორო უფლებების პრაქტიკაში სათანადოდ დაცვას ეფექტიანად უნდა უზრუნველყოფდნენ.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -საავტორო უფლებების დაცვა საქართველოში
საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსანტებს უსურვებს წარმატებას!