რელიგიური ფუნდამენტალიზმის გააზრება ქართულ კონტექსტში810 2014.12.30
რელიგიური ფუნდამენტალიზმის გააზრება ქართულ კონტექსტში
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი ფინალურ ეტაპზეა. მალე გამოვავლენთ გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. იქამდე განვაგრძობთ მიღებული ნაშრომების ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებას. ვთვლით, რომ ისინი საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც სამართლით დაინტერესებული პირებისთვის, ისე საზოგადოების აქტიური ნაწილისთვის, რომელსაც სამართალთან პირდაპირი კავშირი არ აქვს თუმცა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ინფორმაციებს დიდი ინტერესით ეცნობა. დღევანდელ პოსტში გთავაზობთ ნანა ნატროშვილის ნაშრომს თემაზე - "რელიგიური ფუნდამენტალიზმის გააზრება ქართულ კონტექსტში".