საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შესახებ2418 2012.10.18
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის შესახებ
საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტიქართულ სამართალში ჯერ კიდევ 2004 წლის მარტიდან იქნა შემოტანილი და დღესდღეობით მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავში (საპროცესო შეთანხმება), დეტალურადაა განხილული საპროცესო შეთანხმების ყველა თავისებურება. საპროცესო შეთანხმებაარისგარიგებაპროკურორსა და ბრალდებულს შორის, რომლითაცპროკურორი, თავის დამნაშავედ ცნობის სანაცვლოდ ბრალდებულს ბრალდების ან/და სასჯელის იმაზე უკეთეს პირობებს სთავაზობს ვიდრე მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესის გზით შეიძლება მოელოდეს. (ზოგიერთ სახელმწიფოში,

საპროცესო შეთანხმება ასევე შეიძლება გაფორმდეს თუ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს, მაგრამ მასზე წაყენებულ ბრალდებებს სადავოდ არ ხდის (nolo contendere). ბრალდებასა და დაცვას შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულს შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს იმ სასჯელის რისკი, რომელიც შეიძლება მას ჩვეულებრივი სასამართლო პროცესით დაემუქროს.საპროცესო შეთანხმების მთავარი პრინციპებია ნებაყოფლობითობა, მხარეთა თანასწორობა და ბრალდებულის კანონიერი ინტერესების უპირატესი დაცვა. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის შეცდომაში შეყვანა ან მისი ინტერესების არასათანადოდ გათვალისწინება, კანონმდებლობით გარანტირებულია ადვოკატის მონაწილეობა პროცესში; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 210). ასევე, ბრალდებულს უფლება აქვს, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე, ნებისმიერ დროს, უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე; (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 213). საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ თანამშრომლობის ფარგლებში მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება; (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 214). ბრალდებულს შეუძლია გაასაჩივროს შეთანხმების შედეგად გამოტანილი განაჩენი, თუ ადგილი ჰქონდა მოტყუებას, მუქარას, დაშინებას, იძულებასა ან ძალადობას. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 215) თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების შედეგებს, იგი უზრუნველყოფილია ადვოკატის მომსახურებით, მისი ნება გამოხატულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მოტყუებისა და ზეწოლის გარეშე, აგრეთვე თუ საქმეში არსებობს პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა და შეთანხმება მიღწეულია კანონის შესაბამის სასჯელზე – სასამართლო ამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი. პროკურორს. (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 213). ეს არის მცირე ექსკურსი, რაც ასახავს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მნიშვნელობას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გარდა ამისა, ვფიქრობ რამდენიმე ისტორიული მაგალითი საინტერესო იქნება, რომელიც ასახავს საპროცესო შეთანხმების ძირითადი პრინციპის ელემენტებს:

  • 1633 წელს გალილეო გალილეის “წმინდა ინკვიზიციამ” შეუფარდა შინაპატიმრობა ყოველკვირეული მონანიების ფსალმუნების კითხვისა და კოპერნიკის სწავლების უარყოფის სანაცვლოდ.
  • 1931 წელს ცნობილმა განგსტერმა ალ კაპონემ ცნო თავი დამნაშავედ გადასახადების დამალვაში და შვიდ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალკატრასის ციხეში . ბუნებრივია, რომ ამგვარი აღიარება იყო იძულებითი ნაბიჯი მისი მხრიდან, სხვა უფრო მძიმე ბრალდებების წარდგენის საფრთხის გათვალისწინებით.
  • 1969 წელს ჯეიმს ერლ რეიმ სასიკვდილო განაჩენის ასაცილებლად თავი დამნაშავედ ცნო მარტინ ლუტერ კინგის. მკვლელობაში და სასამართლომ მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 1973 წლის ოქტომბერში სპირო ტეოდორ ეგნიუს ამერიკის შერთებული შტატების 39-ე ვიცე-პრეზიდენტს წარუდგინეს ბრალდება თაღლითური გზით გადასახადების დამალვასა და გამოძალვაში (მან ვერ შეძლო 1967 წელს 29.500 აშშ დოლარის ოდენობით მიღებული შემოსავლის დასაბუთება). სპირო ტეოდორ ეგნიუმ არ მოისურვა საქმის (ბრალდებების) განხილვა სასამართლოში. მოსალოდნელი მძიმე სასჯელის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების შედეგად, სასამართლომ იგი დააჯარიმა 10.000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით და მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც პირობითად ჩაუთვალეს და რა თქმა უნდა შეთანხმების ერთერთი პირობა იყო მისი გადადგომა ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან.

სტატია მომზადებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ინტერნეტში გავრცელებული მასალის მიხედვით.