კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა2247 2015.01.21
კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა
ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, თითქმის ყველა სფერო გარკვეულ ცვლილებებს და ახალ სტანდარტებზე გადაწყობას საჭიროებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების გათვალისწინება სამართლის სფეროში. კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელიც სახელმწიფო თუ ადამიანების კერძო ინტერესშია და რომლის უზრუნველყოფაც დღითიდღე უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებული მორიგი სტატია ეხება სწორედ კიბერუსაფრთხოებისა და კიბერდანაშაულის საკითხებს. კიბერდანაშაულის ცნება და სისტემა საკანონმდებლო დონეზე ემსახურება სწორედ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფას. ნორმატიული რეგულაციების გარდა, ამ კუთხით დიდი მნიშვნელობისაა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ სოციალური კამპანიისა თუ სხვა სახის აქტივობების განხორციელება. კონკურსანტი ელენე კავთუაშვილი თავის ნაშრომში - "კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა" - განიხილავს თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს: კიბერდანაშაულის წარმოშობა, "ჰაკერი", კიბერდანაშაული საზღვარგარეთ, ევროსაბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ, კიბერდანაშაული საქართველოში, კიბერტერორიზმი, საქართველო, როგორც ევროსაბჭოს კონვენციის წევრი, სტატისტიკა და რეკომენდაციები. აღნიშნული საკითხები მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იმის მიუხედავად, თუ რომელ პროფესიას წარმოადგენს. თითოეული მათგანი აქტუალურობით სარგებლობს და ავტორის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციები და მსჯელობა სასარგებლო იქნება დაინტერესებულთათვის.

ნაშრომის სრლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოების პრობლემატიკა.

კონკურსანტებს ვუსურვებთ წარმატებებს!