ქორწინებისა და ჯვრისწერის სამართლებრივი ანალიზი1699 2015.01.22
ქორწინებისა და ჯვრისწერის სამართლებრივი ანალიზი
სამოქალაქო ქორწინება, როგორც უწოდებენ, საკმად გავრცელებული ინსტიტუტია და გულისხმობს ურთიერთობის ისეთი ფორმის ოფიციალურ რეგისტრაციას შესაბამის ორგანოში, რაც ოჯახის შექმნას გულისხმობს. ქორწინებას, როგორც სამართლებრივ მოვლენას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ჯვრისწერა, რომელიც რელიგიურ რიტუალს უკავშირდება, არანაკლებ გავრცელებული ფორმაა წყვილთა ერთობის ოჯახის სახით ჩამოსაყალიბებლად.