მე-20 საუკუნის გახმაურებული სასამართლო პროცესები 1304 2015.01.22
მე-20 საუკუნის გახმაურებული სასამართლო პროცესები
ჩვენს ქვეყანაში გასაგები მიზეზების გამო ბევრი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინსტიტუტი საკმაოდ ახალგაზრდაა. ასეთი ინსტიტუტები განსაკუთრებით მრავლადაა სამართლის სფეროში. მართლმსაჯულების ორგანო ხშირად რიგით ადამიანთა იმედი და დასაყრდენია სამართლის ძიებისას და, საჭიროების შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია, რაც ფუნქციონირებს. ამის მიუხედავად, არსებობს სამართლიანი განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო, როგორც ხელისუფლების სრულფასოვანი შტო, ორი ათეული წელიც არ იქნება, რაც არსებობს.