არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე,და ალბათ ყველა თითოეულ შედეგს, თითოეულ ტერორისტულ აქტს თავისი მიზეზი გააჩნია. ერთერთი ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, ტერორიზმი მიიჩნევა ტრადიციულ საშუალებად, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები.
ტერორიზმი, ეს არის შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.
ტერორიზმის ისტორია სადავეს ჯერ კიდევ 17-ე საუკუნიდან იღებს, კერძოდ, ინგლისელ ჰაი ფოუქსის ქმედებიდან, რომელსაც უბრალოდ სურვილი გააჩნდა მოეკლა მეფე ჯეიმს I. ტერორისტულ ქმედებას შეეწირა ასევე რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. თუმცა როგორც ასეთი, ტერორიზმი 20-ე – 21-ე საუკუნეებში გაცილებით გლობალური პრობლემა გახდა მსოფლიოსთვის, როგორც თითოეული სახელმწიფოსი, ისევე მთლიანად სამყაროსთვის. ბოლო საუკუნეებში გაიზარდა ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა რიცხვი, ტერორისტები არ ინდობენ საზოგადოების არცერთ ნაწილს, მათ შორის არც ბავშვებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ტერორიზმი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად ითვლება, იგი მსოფლიო დონის დანაშაულადაა ცნობილი და ტერორისტებს ძირითადად ასამართლებენ საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით. მიუხედავად საზოგადოებაში მყარად ჩამოყალიბებული აზრისა, ტერორიზმის დანაშაულებრივ ხასიათთან მიმართებაში, არსებობს ქვეყნები, რომელთაც მიაჩნიათ რომ ტერორიზმი თავისი ხასიათით გამართლებულია და ტერორისტებს ”თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს” უწოდებენ. ასეთი სახელმწიფოების რიგში შედის ლიბიაც, სადაც დღესდღეისობით უმძიმესი სიტუაციაა კრიმინოგენური თვალსაზრისით და დანაშაულებრივი საზოგადოება ლიდერობს. ყველაზე გახმაურებულ და სასტიკ ტერორისტულ აქტებად ცნობილია:2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები,დუბროვკის ტერორისტული აქტი,მადრიდის ტერაქტი (2004),ბესლანის ტერაქტიდა სხვა… ბოლო დროის ყველაზე შემზარავი ტერაქტი მოხდა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, სადაც 77 ახალგაზრდა გარდაიცვალა. დანაშაულში ეჭვმიტანილი ანდრეს ბრეივიკის გასამართლება დაიწყო, სასამართლო პროცესები დაახლოებით ათ კვირას გასტანს….
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა