ვინ არის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი?1818 2015.01.27
ვინ არის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი?
დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ახალი სამსახური არსებობს - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის. სისხლის სამართლის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის მნიშვნელოვანია გარანტირებული იყოს მისი თითოეული მონაწილის უფლებების დაცვა. როგორც მოწმე, ისე დაზარალებული, როგორც წესი, მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად გაერკვეს იმ პროცესუალურ დეტალებში, რაც სამართალწარმოებას ახლავს თან.