1694
2015.01.27
ვის ეკუთვნის სავალდებულო წილი სამკვიდროდან?
მემკვიდრეობითი სამართალი ბევრ ისეთ საკითხს აწესრიგებს, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა პრაქტიკოს იურისტებსა და სამართლის მეცნიერებს შორის. ზოგადად, უდავოა, რომ პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განაწილება-განკარგვის საკითხი დიდი მნიშვნელობისაა და თითოეული პრობლემა, რომელიც ამ პროცესთანაა დაკავშირებული, აქტუალურობით გამოირჩევა.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა სამართალში, არის სავალდებულო წილი, რაც ნიშნავს კანონით მემკვიდრეთა შესაძლებლობას იმისა, რომ მათ მაინც მიიღონ გარკვეული ქონება სამკვიდროდან იმ შემთხვევაშიც, როცა მამკვიდრებელს ანდერძი აქვს შედგენილი, რომელშიც კანონით მემკვიდრეები არ არიან გათვალისწინებულნი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, ქრისტინე ჩილინგარაშვილის, ნაშრომს თემაზე - "სავალდებულო წილის სუბიექტები". სტატია მოიცავს სავალდებულო წილის ინსტიტუტის ზოგად და ისტორიულ მიმოხილვას, სავალდებულო წილის სუბიექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი მოწესრიგების ანალიზსა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის განხილვას.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -სავალდებულო წილის სუბიექტები.
საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსის მონაწილეებს უსურვებს წარმატებას!