როგორ გამოვააშკარაოთ ტყუილი? 1185 2015.01.28
როგორ გამოვააშკარაოთ ტყუილი?
ფართოდაა აღიარებული, რომ ადამიანისთვის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მეტყველება არაა და სხეულის სხვადასხვა ნაწილი შესაბამისი ჟესტებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამცემი შეიძლება აღმოჩნდეს. ყველაზე მეტად მაშინ ხდება საჭირო სხეული ენის ცოდნა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ მოსაუბრე იტყუება ან რაღაცას მალავს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია მაშინ, როცა საქმე დანაშაულის გამოძიებას ეხება და დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ფაქტის რეალურობის დადგენას.