საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთ თავში მოცემულია სამოხელეო დანაშაულები, რომელთა შორისაც არის ზეგავლენით ვაჭრობა. ერთი შეხედვით, იმ სახის ურთიერთობები, სადაც პირის მერ გარკვეული გავლენების მოხდენის შესაძლებლობებია გამოსარკვევი, სისხლისსამართლებრივი მნიშვნელობის არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამგვარი ურთიერთობების ფარგლებში მძიმე შედეგები საკმაოდ ხშირად დგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებულ ნაშრომს. ნათია ხარბეგაშვილი სტატიაში - "ზეგავლენით ვაჭრობა, როგორ სამოხელეო დანაშაული" ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მოწესრიგებულ სამოხელეო დანაშაულებს, ხოლო ძირითადი და უფრო კონკრეტული მსჯელობა ზეგავლენით ვაჭრობაზეა. ნაშრომში განხილული მაგალითები ნათელყოფს, კერძოდ, როგორი შემთხვევები შეიძლება დაკვალიფიცირდეს ზეგავლენით ვაჭრობად. ამგვარად, სხვადასხვა ქეისების ანალიზით დგინდება, რომ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით კვალიფიკაციის საკითხი საკმაოდ დეტალურ მიდგომას საჭიროებს და მისი მნიშვნელობაც მაღალია.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბულზე -ზეგავლენით ვაჭრობა, როგორც სამოხელეო დანაშაული.