კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული დანაშაული და ქართული სამართლის გამოწვევები2118 2012.10.18
კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული დანაშაული და ქართული სამართლის გამოწვევები
იმის ფონზე, რომ დღესდღეობით ჩვენი პლანეტა ტექნიკური განვითარების ფონზე ჯერ დაუპყრობელ მწვერვალებს აღწევს, საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა კიბერსფეროს დაცვის საკითხი. ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერები კომპიუტერული სისტემების და ქსელების დაცვის თაობაზე. სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავის მიხედვით, კომპიურეტულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა ისჯება. აქვე განმარტებულია თუ რა ითვლება კომპიუტერულ სისტემაში. ”კომპიუტერული სისტემა არისნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებული მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი).
  • დასჯადია კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება;
  • კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა .

სისხლის სამართლის კანონმდებლობა ასევე იცნობს კიბერტერორიზმის დანაშაულს. კიბერტერორიზმი, ეს არის კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააწმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოებზე ზემოქმედების მიზნით. ასე რომ, ვიდრე ქმედით ნაბიჯებს გადადგამდეთ, გაითვალისწინეთ რომ კომპიუტერულ სისტემებს კანონი იცავს!!!