დანაშაულის მცდელობა არაპირდაპირი განზრახვით1885 2015.02.16
დანაშაულის მცდელობა არაპირდაპირი განზრახვით
სამართალში ბევრი ისეთი საკითხია, რაზეც ერთგვაროვანი მოსაზრებებები არ არსებობს. ზოგადად, როგორც ამბობენ, სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრია, თუმცა ამას, პირველ რიგში, დადებითი მხარე აქვს - მსჯელობასა და იდეურ წინააღმდეგობაში ნაკლებად მცდარი გადაწყვეტილების მიღების შანსი არსებობს. სისხლის სამართალში ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ხშირად კამათობენ, არის ის, შესაძლებელია თუ არა დანაშაულის მცდელობა არაპირდაპირი განზრახვით? ამ თემას ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებული ერთ-ერთი სამართლებრივი სტატია ეძღვნება. კონკურსანტი, მარიამ ბეჟანიშვილი, ნაშრომში - "დანაშაულის მცდელობის შესაძლებლობა არაპირდაპირი განზრახვით" - მთავარი თემის ირგვლივ შემდეგ საკითხებს განიხილავს: ისტორიული გამოცდილება, პრობლემის გადაწყვეტა საზღვარგარეთის ქვეყნების მართლწესრიგის მიხედვით, არსებული ვითარება, ამასთან, ნაშრომში წარმოდგენილია ავტორის პოზიციაც. ამდენად, ევენტუალური განზრახვის პირობებში დანაშაულის მცდელობის შესახებ წარმოდგენილი სტატიით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და არგუმენტირებულის პოზიციის გაცნობაა შესაძლებელი. ნაშრომის სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -დანაშაულის მცდელობის შესაძლებლობა არაპირდაპირი განზრახვით.