თევზჭერის რეგულირება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში1050 2015.02.20
თევზჭერის რეგულირება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
საერთაშორისო სამართალში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც მუდმივი განსჯის საგანია როგორც ცალკეული ქვეყნის შიგნით, ისე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც სახელმწიფოთა დიდ ნაწილს აერთიანებს. ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება მსოფლიოს ინტერესშია. ამდენად, თევზჭერის რეგულირება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არანაკლები მნიშვნელობის საკითხია. ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების ფარგლებში მიღებული ერთ-ერთი ნაშრომი სწორედ აღნიშნულ საკითხს შეეხება. საერთაშორისო სამართლით დაინტერესებულ მკითხველებს ვთავაზობთ კონკურსის მონაწილის, ნათია ჯინიუზაშვილის, ნაშრომს თემაზე - "თევზჭერის რეგულირება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში". "თევზი არის ბუნებრივი რესურსი, რომელიც კაცობრიობის საერთო საკუთრებაა. ანუ, ზღვაში თავისუფლად მცურავი თევზი არ ეკუთვნის არავის, საკუთრების საკითხი დგება მხოლოდ მისი დაჭერის შემდგომ. 1982 წლის გაერთიანებული ერების კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ და 1995 წლის გაეროს შეთანხმება თევზის მარაგის შესახებ წარმოადგენენ ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომლებიც გლობალურად აწესრიგებენ თევზჭერის სტანდარტებს, რაც განპირობებულია იმ კრიზისით, რასაც ზღვის რესურსები ბოლო ათწლეულების განმავლობაში განიცდის. თევზჭერის მდგრადი რეჟიმის რეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს გაეროს მიერ ზემოთ ხსენებულმა ორმა დოკუმენტმა. 1982 წლის კონვენციამ განსაზღვრა განსაკუთრებულიეკონომიკური ზონისარსი, ხოლო 1995 წლის შეთანხმებამ მოაწესრიგა ის საკითხები, რაც 1982 წლის კონვენციამ ვერ შეძლო. ისაწესრიგებსთევზჭერისსტანდარტებსგეზ–შიდაღიაზღვაში." - წერს ავტორი ნაშრომის შესავალში. სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -თევზჭერის რეგულირება განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.