უზენაესი სასამართლოს განმარტება მოწმეთა ჩვენებების საკითხზე2175 2015.03.11
უზენაესი სასამართლოს განმარტება მოწმეთა ჩვენებების საკითხზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთასისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სამოქალაქო საქმეზე მტკიცებულებად მიჩნევისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების გამოთხოვის საკითხზე(საქმე№ას-788-748-2013).

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მის მიერ გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული მოწმეთა ჩვენებები. საკასაციო სასამართლოს მითითებით,სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სისხლის სამართლის საქმიდან მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობა, რომ არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე, 380–ე და 382–ე მუხლებით დადგენილი წესი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე და გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმიდან მოწმეთა ჩვენებები ისე, რომ არ დაასაბუთა ამ მასალების გამოთხოვის სამართლებრივი საფუძვლები, პროცესუალური წინაპირობები, რომლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მტკიცებულებათა გამოთხოვა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომსაოქმო განჩინება უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო განჩინების ინსტიტუტით განსაზღვრულ წესს.ამავე კოდექსის 284-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განჩინება, რომელსაც სასამართლო იღებს ადგილზე თათბირით, უნდა გამოცხადდეს მიღებისთანავე.

თავმჯდომარე ან მოსამართლე, რომელმაც გამოაცხადა განჩინება, განმარტავს ამ განჩინების შინაარსს, მისი გასაჩივრების წესსა და ვადას, რაც აისახება სხდომის ოქმში. სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა ეს პროცესუალური წესი, ამავე დროს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განჩინებისაგან განსხვავებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოთხოვის განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაზე და მე-2 ნაწილზე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განჩინებიდან არ ირკვევა სასამართლო სისხლის სამართლის საქმიდან მოწმეთა ჩვენებების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობას განიხილავს, როგორც სააპელაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენის ინსტუტუტის მიხედვით (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუ როგორც მოსარჩელის (აპელანტის) პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმით დაშვებული პროცესუალური დარღვევების შესახებ.

იმ შემთხვევაში,თუ აღნიშნული შუამდგომლობა წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მითითებას ახალ ფაქტებსა თუ მტკიცებულებებზე, მაშინ სასამართლოს უნდა დაეცვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლოთუ სასამართლომ განიხილა მითითებული შუამდგომლობა, როგორც პრეტენზია პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული პროცესუალური დარღვევების თაობაზე, მაშინ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით და გამოეკვლია დაშვებული იყო თუ არა პირველი ინსტანციის მიერ პროცესუალური დარღვევები მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმისშესახებ განჩინების გამოტანისას.

რაც შეეხება უშუალოდ მოწმეთა ჩვენებებს,საკასაციოსასამართლომგანმარტა, რომ გაუგებარია, სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმეთა ჩვენებებისააპელაციო სასამართლომმტკიცებულების რომელ პროცესუალურ საშუალებად მიიჩნია. თუ მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ შეაფასა,როგორც მოწმეთა ჩვენებები, ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოარ გათვალისწინსამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოწმის ჩვენების ინსტიტუტის თავისებურებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140–ე, 148–ე მუხლები). დაუშვებელია პროცესის მონაწილის (მაგალითად, მხარის) და მოწმის აღრევა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სისხლის სამართლის საქმდან გამოთხოვილ მასალებში დაკითხული მოწმეები წარმოადგენენ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილეებს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით,თუ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები შეაფასა, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ჩვენებები წარმოადგენენ იმ პირთა ახსნა–განმარტებებს, რომლებიც კონკრეტულ სამოქალაქო საქმეში წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს და ამავე ახსნა–განმარტებებს აკეთებენ სამოქალაქო პროცესში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოცემული მოწმეთა ჩვენებები შეფასდეს როგორც წერილობითი მტკიცებულებები, მაგრამ პროცესუალურსამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურსამართლებრივი მხარე, რაც, საბოლოოდ, გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე. გადაწყვეტილება იხილეთ სრულად ბმულზე.წყარო