როცა საკითხი ეხება მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. ეს ის შემთხვევებია, როცა ზიანზე პასუხისმგებელია რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო. საინტერესოა, როგორ წყდება აღნიშნული საკითხი ქართული კანონმდებლობით და რამდენად შეესაბამება ეს მოწესრიგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს?
მიყენებული ზიანისას სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთი თემის კვლევის საგანს, რომელცი ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მივიღეთ. კონკურსანტი სანდრო აბულაძე სტატიაში - "სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისთვის" განიხილავს შემდეგ საკითხებს: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პასუხისმგებლობის კონკრეტული სახეები და მისი ძირითადი ელემენტები. ამდენად, სტატიის ავტორი დოქტრინაში გავრცელებული მოსაზრებებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პასუხისმგებლობის ადმინისტრაციულ და სამოქლაქოსამართლებრივ საფუძვლებს და მსჯელობს მათ შორის კონკურენციის საკითხზე.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისთვის.