პრაქტიკანტების დაჯილდოვება930 2012.10.18
პრაქტიკანტების დაჯილდოვება
საადვოკატო ბიურო სპს ”ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფში” 2012 წლის 28 აპრილს გაიმართა პრაქტიკანტების დაჯილდოვება. პრაქტიკანტებმა თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს ჩვენი ბიუროს მიერ ორგანიზებულ პროექტში”სასამართლოში საქმისწარმოების შესწავლის ასპექტები”. აღნიშნული პროექტი გათვლილი იყო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და იურისტებისათვის. პროექტი მიზნად ისახავდა იურისტებისათვის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებაში დახმარებას. პრაქტიკის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა პროექტში მონაწილე ცხრავე მონაწილეს: 1. შავლეგო ჯამასპიშვილი; 2. ეკა მაყიშვილი; 3. სალომე მელაშვილი; 4. მაია ნასრაშვილი; 5. ქრისტინე შელია; 6. ნათია გოზალიშვილი; 7. ნატო მაჭარაშვილი; 8. ნატო ნადირაძე; 9.ნინო რიჟამაძე; საადვოკატო ბიურო ულოცავთ მათ კურსის წარმატებით გავლას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.