ლიცენზიები და ნებართვები3276 2012.10.18
ლიცენზიები და ნებართვები
დღევანდელ რუბრიკაში მინდა გესაუბროთ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონზე. აღნიშნული კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზეან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია: ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. საქმიანობა ან ქმედება, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საზოგადოებრივ რისკს, სახელმწიფოს მიერ თავისუფლდება რეგულირებისაგან ან რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ლიცენზიის მოპოვებას საჭიროებს და ექვემდებარება: 1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების საქმიანობა. 2. ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების საქმიანობა. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა. 4. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება. 5. კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზია: ა) კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზია. 6. სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია. 7. სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია. 8. სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია. 9. კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზია. 10. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია. 11. კერძო მაუწყებლობის ლიცენზია. 12. სათემო მაუწყებლობის ლიცენზია. 13. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია. 14. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია. 15. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია. 16. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია. 17. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია. 18. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია. 19. ნავთობის გადამუშავების ლიცენზია. 20. ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზია. 21. ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია. 22. სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია. 23. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია. 24. დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლისა). 25. გადაზღვევის ლიცენზია. 26. საბანკო საქმიანობის ლიცენზია. 27. არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია. 28. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია. 29. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. 30. საფონდო ბირჟის ლიცენზია. 31. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია. 32. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია. 33. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზია. 34. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია. 35. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზია. 36. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ლიცენზია. 37. პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია. 38. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზია. 39. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია. 40. კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზია. 41. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია. 42. წყალმომარაგების ლიცენზია. რაც შეეხება ნებართვებს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნებართვის სახეებია: 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. 2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. 5. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით). 6. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა. 7. ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენის ნებართვა. 8. ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. 9. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა. 10. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა. 11. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. 12. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონ­მდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გას­ვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შე­ნახ­ვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. 13. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთ­რებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. 14. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა. 15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. 16. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. 17. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა. 18. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა. 19. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა. 20. იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. 21. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების და დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა. 22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა. 23. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა. 24. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა. 25. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა. 26. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა. 27. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა. 28. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა. 29. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა. 30. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. 31. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა. 32. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა. 33. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. 34. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. 35. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. 36. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა. 37. საწყობის საქმიანობის ნებართვა. 38. სამორინეს მოწყობის ნებართვა. 39. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა. 40. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა. 41. ლოტოს მოწყობის ნებართვა. 42. ბინგოს მოწყობის ნებართვა. 43. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა. 44. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა. 45. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა. 46. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა. 47. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა. 48. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა. 49. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. 50. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა. 51. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა. 52. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. 53. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა. 54. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა. 55. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.