პრაქტიკული კურსი საადვოკატო ბიურო OK & CG-ში1288 2015.09.02
პრაქტიკული კურსი საადვოკატო ბიურო OK & CG-ში
საადვოკატო ბიურო OK & CG იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ორი ტიპის პროგრამას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და თეორიული კვალიფიკაციის შესაძენად. სტაჟირება საადვოკატო ბიუროში სტაჟირება გულისხმობს ბიუროში ინტენსიურ პრაქტიკულ საქმიანობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ის ნაწილი, რომელსაც ესაჭიროება ერთწლიანი სტაჟი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობისთვის და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად. სტაჟირების ხანგრძლივობაა ერთი წელი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკული და თეორიული კურსი საადვოკატო ბიუროში, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: > საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა; > იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა; > ახალი დოკუმენტების შედგენა; > ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. პრაქტიკული კურსი საადვოკატო ბიუროში პრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობა აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის/დოქტორატურის სტუდენტებს. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს. პრაქტიკული კურსის ფარგლებში მონაწილეს ეძლევა საშუალება გაიაროს შემდეგი ეტაპები: > საქმის დაგეგმვის ეტაპების შესწავლა; > იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკის შესწავლა; > ახალი დოკუმენტების შედგენა; > ადვოკატების მეთვალყურეობით მარწმუნებლების ინტერესების დაცვა სასამართლო პროცესზე, ასევე, სახელმწიფო ორგანოებსა თუ მესამე პირებთან ურთიერთობაში. როგორც სტაჟირების, ასევე, პრაქტიკული კურსის შემთხვევაში, პროგრამის ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 100 ლარს. სტაჟირების/პრაქტიკული კურსის პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად – რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 1-ლ ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე – info@myadvokat.ge გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ –“სტაჟირება”ან“პრაქტიკული კურსი”, სასურველი პროგრამის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: T – 247 67 67; 2 47 87 87; საადვოკატო ბიურო OK & CG გისურვებთ წარმატებას!