1748
2015.09.12
ვაკანსია საადვოკატო ბიუროში!
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
კვალიფიკაცია
- სასურველია, თუ კანდიდატს ექნება იურიდიული განათლება ან იქნება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ რესურსებთან (Google-ის პროდუქტები, Facebook, Linkedin და სხვა სოც.ქსელები) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- კომუნკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლიანობა;
- სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
- ნოვატორულობა;
- კარგი წერითი უნარები.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
სოციალური მედიის მენეჯერის პოზიცია გულისხმობს საადვოკატო ბიუროს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო რესურსების მართვას, ასევე, ბლოგ-პოსტების განთავსებას სხვადასხვა სამართლებრივ თემასა თუ ბიუროს აქტივობებზე.
ანაზღაურება - შეთანხმებით.
გრაფიკი - სრული.
CV-ის გამოგზავნის ვადა - 2015 წლის 1-ლ ოქტომბრამდე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ჩვენი ელ.ფოსტის მისამართზე - info@myadvokat.ge
სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა "ვაკანსია".
რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებას!