საადვოკატო ბიურო OK & CG სკოლის მოსწავლეებს შეხვდა 865 2016.01.14
საადვოკატო ბიურო OK & CG სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
12 იანვარს საადვოკატო ბიურო OK&CG ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან არსებულ ახალგაზრდული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტის ფარგლებში წარმატებულ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას სისხლის სამართალში, რომელსაც უძღვებოდა იურისტი დავით მუმლაძე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იყო სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ეტაპებზე, მოწმეთა დაკითხვის წესებზე და იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც სასამართლოს მიმდინარეობის დროს ადვოკატისათვის უმნიშვნელოვანესია. საადვოკატო ბიურო OK & CG აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების განვითარებასა და მათი ცნობიერების ამაღლებაში. ჩვენი გუნდი პროექტის თითოეულ მონაწილეს უსურვებს წარმატებებს.