მართლზომიერი უფლების მიღმა…960 2012.10.18
მართლზომიერი უფლების მიღმა…
თქვენ გაქვთ უფლება – ესეიგი გაქვთ უნარი და შესაძლებლობა იცხოვროთ სრულფასოვნად. უფლება განიჭებთ თავისუფლებას, გიქმნით გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პირობებს და გეხმარებათ მის განხორციელებაში, გაძლევთ საფუძველს მოითხოვოთ. თუმცა ხშირად ისე ხდება რომ უფლება იქცევა ვალდებულებად რომელიც გიწესებთ შეზღუდვებს და გბოჭავთ. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თქვენი უფლების განხორციელებას არ უნდა შეეწიროს სხვისი უფლება. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი გვამცნობს, რომ დაუშვებელია უფლება გამოიყენოთ მხოლოდ იმ მიზნით,რომ ზიანი მიადგეს სხვას. როდესაც კანონით დგინდება რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, ეს იმას გულისხმობს რომ მათი უფლებებიც თანაბარია.