რატომ  შეწყდა  დაუბეგრავი  მინიმუმის  გაცემა?1043 2016.03.30
რატომ შეწყდა დაუბეგრავი მინიმუმის გაცემა?
2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი იმავე წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ეს ინიციატივა ითვალისწინებდა დაახლოებით 600 000 ადამიანისთვის დაუბეგრავი მინიმუმის გადაცემას, რამაც საერთო ჯამში 131 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მაგრამ 2016 წლიდან სახელმწიფომ გადაწყვეტილება მიიღო ამ ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით , თუმცა შესაბამის პირებს კვლავ მიეცემათ საშუალება დაიბრუნონ 2014 წელს გადახდილი გადასახადი, მაგრამ ეს უფლება მომდევნო წლებში მიღებულ შემოსავალზე არ გავრცელდება. მთავრობის განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ პროგრამებს მოხმარდება, ანუ თანხები დაიხარჯება მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.