928
2016.05.31
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ცვლილებები პრეზიდენტს 10 დღიან ვადაში უნდა განეხილა. გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ვადა 3 ივნისს ეწურებოდა.
სადავო საკითხები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები შექონდა შეეხებოდა პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას, მოსამართლეთა ვადასა და მოსამართლის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად. საქართველოს პრეზიდენტმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას უმოკლეს ვადაში კითხვებზე პასუხის გაცემისათვის. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ კომისიის დასკვნებით კანონში დაფიქსირებული ფორმულირებული მიუღებელი აღმოჩნდა და ამ შეხედულებას თავადაც იზიარებს.
"ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერ მინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებას სკეფტიკურად უყურებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოცემული ცვლილებების შეტანის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება სასამართლოს დამოუკიდებლობას და შეიზღუდება მათი სწრაფად, ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობა.