1582
2016.06.02
ნაურუში მონობა გაუქმდა
ნაურუს მთავრობამ გადაწყვიტა ეროვნული კანონმდებლობა საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად შეეცვალა. ამის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც 1899 წლით თარიღდება, რიგი ცვლილებები შევიდა.
ბოლო პერიოდში ნაურუს ტერიტორიაზე პროტესტის ტალღა დაიწყო. ავსტრალიელი ლტოლვილები აცხადებდნენ, რომ მათ მონურ პირობებში უწევდათ ცხოვრება და მათზე მუდმივად ძალადობენ ადგილობრივები. ნაურუს პარლამენტმა მიიჩნია, რომ მონობა, ბავშვთა ძალადობრივი შრომის ჩათვლით, უკანონოა.
ამასთან, 400მდე უდანაშაულო ლტოლვილი გათავისუფლებულ იქნა დაკავებიც ცენტრიდან. სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილება მხოლოდ ამ რეფორმით არ ამოწურულა. ნაურუში აგრეთვე დასჯადობა გაუქმდა ჰომოსექსუალიზმსა და თვითმკვლელობის მცდელობაზე. განახლებული მიდგომა გულისხმობს, რომ თვითმკვლელობის მცდელობას საერთო არაფერი აქვს დანაშაულთან და რომ ეს დაკავშირებულია პირის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან.
მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განხილული ცვლილებები ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის თანასწორუფლებიანობის განმტკიცებას და ეროვნული სამართალში პროგრესულ შეხედულებებს დაამკვიდრებს.