სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინა1084 2016.06.13
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანგარიში წარმოადგინა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პრობლემები მრავალი კუთხით არსებობს. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობაზე, ტრანსპორტსა და სოციალურ გარემოზე. მისივე თქმით, დასაქმების კუთხით სერიოზული ხარვეზები არსებობს. 53 ათასი საჯარო მოხელიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მხოლოდ 112 წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი ინტერვიუში ასევე მიუთითებს, რომ გასულ წელს არსებული გამონათქვამები, მათ შორის, საჯარო პირებისა და პარლამენტარების მხრიდან, შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საკმაოდ პრობლემურია.