886
2016.06.15
ფინანსთა სამინისტრომ საკვები პროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
საკვები პროდუქტების სტანდარტიზაციას ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა არეგულირებს. პროდუქტები, რომელბსაც საზოგადოება საკვებად იყენებს დადგენილ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს და ადამიანის ჯანმრთელობობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არ უნდა აყენებდეს.
სამწუხაროა, თუმცა ამგვარ ფაქტებს რეალობაში კვლავ ვაწყდებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საკვები პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. ბრალდებულებს შპს „ფასანაური 2010“-ის დირექტორი და ინდ. მეწარმე თეონა ბუხრაძის ხელმძღვანელი წარმოადგენენ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისთვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას. მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებებით მიმდინარეობს, რაც ფალსიფიკაციასა და ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა,რეალიზაციას გულისხმობს.