Apple-ის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო874 2012.10.19
Apple-ის სარჩელი სასამართლომ არ მიიღო
კალიფორნიის სასამართლომ უარი თქვა მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს კომპანიას – Apple–ს სარჩელზე, რომელიც კონკურენტ კომპანია Samsung–ს უჩიოდა. საქმე ისევ და ისევ გაძლიერებულ და მძიმე კონკურენციას ეხება, თანამედროვეობისტექნიკური მიღწევების თვალსაზრისით. სამომხმარებლო ბაზარზე ხშირია მსგავსი პროდუქციის შემოტანა სხვადასხვა ბრენდების მიერ, რაც თავისთავად იწვევს დაპირისპირების ერთი–ორად გაზრდას. სასამართლოში განსახილველი საქმე, ამჯერად ეხებოდა Samsung Galaxy Tab 10.1 –ს რომელიც Apple–ის ნოვაციების შემდგომ ჩაეშვა ბაზარზე. ამ ფაქტმა ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია Apple–ის წარმომადგენლებში რაც იმის საწინდარი იყო რომ Samsung–ი პლაგიატად გამოეცხადებინათ. კომპანია Samsung–ი კი თავისმხრივ ამტკიცებს, რომ მას ყველანაირი სამართლებრივი უფლება გააჩნდა პროდუქტის რეალიზაციაში გასაშვებად და მასზე ვეტოს და სტატუს ქვოს დადება აღარ შეიძლებოდა. მოსამართლე ლუსი კოჰმა განაცხადა, რომ საქმე არ ეხებოდა სასამართლოს იურისდიქციას და უარი თქვა მის განხილვაზე. ინტელექტუალური საკუთრებისთვის ბრძოლა უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, მაშასადამე იხვეწება მისი დაცვის ახალი მექანიზმებიც. Samsung–მა ამჯერად თავის დაცვა მოახერხა, ტექნიკური პროგრესი კი იზრდება. ვნახოთ რა იქნება მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ახალი გამოწვევები და შემოთავზებული პროდუქტი. ((წყარო:http://jurist.org/paperchase/2012/06/federal-judge-rejects-apples-request-for-injunction-against-samsung.php