1048
2016.09.16
მოზარდი მშობლებს Facebook-ზე ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებისათვის უჩივის!
ავსტრიაში მშობლებს თინეიჯერი გოგონა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის უჩივის და მისი ბავშვობის ფოტოების სოციალური ქსელიდან აღებას მოითხოვს.
18 წლის გოგონა, რომლის ვინაობასაც ავსტრიის სასამართლო კონფიდენციალობიდან გამომდინარე არ ამჟღავნებს აცხადებს, რომ მისი ბავშვობის ფოტოები შემაშფოთებელია და არღვევს მის უფლებებს.
"მათ არ აქვთ სირიცხვილის განცდა,მათთვის სულერთია მე ფოტოებში შიშველი ხალიჩაზე ვწევარ თუ საპირფარეშოში ვარ. აბსოლიტურად ყველაფერს იღებდნენ და ასაჯაროებდნენ".
როგორც გოგონამ განაცხადა, არაერთხელ უშედეგოდ მოსთხოვა მშობლებს მისი ხუთასამდე ფოტოს წაშლა ქსელიდან ,რის შემდეგაც გადაწყვიტა როგორც კი 18 წელი შეუსრულდებოდა სასამართლოს გზით დაეცვა საკუთარი უფლებები.
"დავიღალე იმით, რომ მშობლები სერიოზულად არ აღმიქვამენ, ჩემს პირად,ინტიმურ ფოტოს 700 მდე მეგობრისათვის ხელმისაწვდომს ხდიან."
გოგონას ადვოკატმა განაცხადა, რომ ფოტოების წაშლის მოთხოვნასთან ერთად, ის აპირებს ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნას თავისი კლიენტის სასარგებლოდ.
ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების უფლებაზე დავამ ბოლო პერიოდში მთელი ევროპა მოიცვა.
საფრანგეთში ამ საკითხზე ყველაზე მკაცრი კონტროლია.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც აქვეყნებს სხვის ფოტოს ნებართვის გარეშე, (მათ შორის მშობლებიც საკუთარი შვილების ფოტოების გასაჯაროებისას) შესაძლოა დაჯარიმდნენ 38 000 ევროდან 45 000 ევრომდე.
საფრანგეთში აცხადებენ, რომ ბავშვებს მათი პირადი ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებამ შესაძლოა ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას.
ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც მშობლები აქვეყნებენ მათი ხუთ წლამდე შვილის საშუალოდ1,498 ფოტოს.
გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ მშობლების 85 პროცენტს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც კი გადაუხედავს სოციალური ქსელის კონფიდენციალობის პარამეტრებისათვის და 79 პროცენტს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ უცხო ადამიანს არ შეეძლო ენახა მათი შვილების ფოტოები.