რეფერენდუმის თანახმად, კოლუმბიელებმა აჯანყებულ FARC–თან ზავს მხარი არ დაუჭირეს!2295 2016.10.03
რეფერენდუმის თანახმად, კოლუმბიელებმა აჯანყებულ FARC–თან ზავს მხარი არ დაუჭირეს!
ექვს წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კოლუმბიაში მიმდინარე ნახევარ–საუკუნოვანი ომი, რომელმაც 220.000–მდე მსხვერპლი და 7 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი მოიცვა არ მთავრდება. ზავს, რომელსაც ნახევარსაუკუნოვანი პარტიზანული ომი უნდა დაესრულებინა, მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. ამან შესაძლოა 52 წლიანი კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავოს და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს. სამშვიდობო დოკუმენტის ამოქმედების წინააღმდეგ ხმის მიცემის პროცედურაში კოლუმბიის მოსახლეობის 50,21% გამოვიდა.დოკუმენტი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და აჯანყებულთა ნაწილისთვის ამნისტიას ითვალისწინებდა. აღნიშნული ომი კოლუმბიაში აჯანყებულიFARS–ის წინააღმდეგ ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს. FARS –(Fuerzas Armadas Revolucionarias de Colombia)- კოლუმბიის რევოლუციური, შეიარაღებული ძალა. წარმოადგენს მარქსისტული იდეოლოგიის მქონე პარტიზანულ მოძრაობას, რომელიც აგრძელებს კოლუმბიის სამხედრო კონფლიქტს 1964 წლიდან. რეფერენდუმის შედეგები ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს: "მე ვარ პირველი, ვინც უნდა აღიაროს ეს შედეგი"–განაცხადა პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა. ის მზადყოფნას გამოთქვამს გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რაც უზრუნველყოფს მშვიდობას კოლუმბიაში. მოსახლეობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ბერნარდ არონსონმა, აშშ–ს წარმომადგენელმა სამშვიდობო პროცესში, საგანგებო შეხვედრა მოაწყო კოლუმბიის მთავრობასთან. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას კოლუმბიაში და ცნობს გამოკითხვის შედეგებს. "–გვჯერა, რომ კოლუმბიელებს სურთ მშვიდობა, უბრალოდ ისინი არ ეთანხმებიან ზავის პირობებს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას და კოლუმბიის ხელისუფლების მხარდაჭერას, ვინაიდან მათ სურთ მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების დამყარება" –ბერნარდ არონსონი. რეფერენდუმის შედეგებზე კომენტარი აჯანყებული FARS-ის ლიდერმა Rodrigo Londoño–მაცგააკეთა: "– ჩვენ გავაგრძელებთ სიტყვების, როგორც ჩვენი ერთადერთი იარაღის გამოყენებას. კოლუმბიელი ხალხი იზიარებს ჩვენს სურვილს მშვიდობაზე და სწორედ ამიტომ მშვიდობა მაინც გაიმარჯვებს." აჯანყებულთა ლიდერებისა და ხელისუფლებისაგან განსხვავებულია კოლუმბიის მოსახლეობის აზრი. "–მე მსურს მშვიდობა, თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტიზანებისათვის დაჩოქებას გულისხმობს." "–ხელახლა უნდა გადახედონ შეთანხმების დოკუმენტის გარკვეულ პუნქტებს" "–დოკუმენტი არ არის სამართლიანი. ის უნდა ითვალისწინებდეს რაიმე სასჯელს იმ პარტიზანებისათვის, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს." მოსახლეობა, რომელიცFARS–ის ქმედებებით დაზარალდა, არ არის მზად პატიებისათვის, მითუმეტეს ზავის იმ პირობებით, რომლებსაც ხელისუფლება მათ სთავაზობს. შესაბამისად, ისინი მშვიდობიანი შეთანხმების შესახებ მიღებული დოკუმენტის გადახედვა მოითხოვენ.