ოჯახური ძალადობის შემთხვევები ასაკის და რეგიონების მიხედვით!960 2016.10.18
ოჯახური ძალადობის შემთხვევები ასაკის და რეგიონების მიხედვით!
საქსტატის მონაცემების მიხედვით ოჯახური ძალადობისას მოძალადეთა უმეტესობა 25დან –44 წლამდე მამაკაცები არიან. მონაცემები 2015 წლის მიხედვით არის შედგენილი და ცხადყოფს, რომ მამაკაცებს ოჯახური ძალადობის შემთხვევებისას, მოძალადის სტატუსზე მონოპოლია აქვთ :) 44 წელს ზემოთ ოჯახური ძალადობის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, გაცილებით მაღალია 25–44 წლამდე ასაკის მაჩვენებელი– 1514 შემთხვევა, 17დან 24 წლამდე 143 შემთხვევაა დაფიქსირებული, 17 წლამდე კი 87 შემთხვევა. რეგიონების მიხედვით ოჯახური ძალადობის სტატისტიკა შემდეგნაირია – თბილისი 911 მოძალადე, იმერეთი– 392, კახეთი–331, აჭარა–217, ქვემო ქართლი–187, სამეგრელო ზემო სვანეთი– 150, შიდა ქართლი– 130,გურია 49, სამცხე ჯავახეთი– 44, მცხეთა მთიანეთი 44, რაჭა და ქვემო სვანეთი –13.