ესტონეთს ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი მართავს884 2016.10.25
ესტონეთს ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი მართავს
მართალია, საქართველოსაგან განსხვავებით, ესტონეთს ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად ბევრი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიანდეს ქალს მმართველობითი უფლებამოსილების განხორციელება. ესტონეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი კერსტი კალიუ–ლაიდი 46 წლისაა და ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ესტონეთში.მის კანდიდატურას 101 წევრიდან 81–მა დაუჭირა მხარი. საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ლაიდი 5 წლიანი ვადით განახორციელებს. 1969წელსდაბადებული კალიულაიდი განათლებით ბიოლოგია. 2004–2016 წლებში ევროპის აუდიტორთა სასამართლოში ესტონეთის წარმომადგენელი იყო და 2011 წელს ტარტუს უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრიც გახდა. 3 ოქტომბერს პრეზიდენტად არჩეულმა ლაიდმა აქტიური საქმიანობა უკვე დაიწყო და ძირითად აქცენტს ერთიანობაზე და უსაფრთხოებაზე აკეთებს.კალიულაიდი რუსეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით არის ცნობილი.