ჰელოუინის ღამეს მომხდარი დანაშაულები1675 2016.10.29
ჰელოუინის ღამეს მომხდარი დანაშაულები
ჰელოუინი ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო დღეს აღინიშნება. კელტური დღესასწაული სათავეს უძველესი ისტორიიდან იღებს. ამ დღეს კელტების წარმოდგენით კარი, რომელიც მიცვალებულებსა და ადამიანებს შორის არსებობდა იხსნებოდა და მიცვალებულები ცოცხალთა სამყაროში შემოდიოდნენ. ჰელოუინის ღამეს ადამიანებიც მოჩვენებებს ემსგავსებოდნენ, რათა სტუმრებს მიცვალებულთა სამყაროდან მათთვის არაფერი დაეშავებინათ. ჰელოუინთანაა დაკავშირებული უძველესი თამაშიც "ფული ან სული". თამაშის წესების მიხედვით ადამიანები აკაკუნებენ კარზე და სულის შენარჩუნების სანაცვლოდ მასპინძლისგან ხურდას ან ტკბილეულს ითხოვენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჰელოუინი წარმართული დროიდან იღებს სათავეს, ზოგიერთი ქვეყნისთვის მიუღებელია. რელიგიური მოტივის გამო ჰელოუინი ძალიან ბევრ ქვეყანაშიპერიოდულად იკრძალება ან შეზღუდვები წესდება. საზოგადოების ნაწილი ჰელოუინს საქართველოშიც მიუღებლად მიიჩნევს. ჰელოუინი ხშირად სასურველ დროდ ქცეულა ბევრი დამნაშავისათვის. ტკბილეულის მოწამვლა, გადაცმული კოსტუმი, ღამით ქუჩაში მოსიარულე ბავშვები, დანაშაულის ჩადენას ამარტივებს. სტატიაში გაგაცნობთ ჰელოუინის ღამეს ჩადენილ რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ დანაშაულს. Leslie Mazzara და Adriane Insogna გოგონების მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულია, რომელიც ჰელოუინის ღამეს მოხდა. სამი თანამცხოვრებილესლი მაზარა, ადრიანა ინსონია და ლოურენ მიანზა ჰელოუინის აღნიშვნის შემდეგ დასაძინებლად დაწვნენ. გვიან ღამით ლოურენი ყვირილმა გააღვიძა, პანიკაში ჩავარდნილი ეზოში გაიქცა და დაინახა რომ ვიღაც გარბოდა. მეგობრების ოთახში შესულმა კი ისინი ყელგამოჭრილი იპოვა. ლოურენის თქმით მთელი იატაკი სისხლით იყო მოსვრილი. FBI-ს აგენტებმა, დანაშაულის ადგილის მახლობლად, სიგარეტის ნამწვი იპოვეს, რომლის საშუალებით დადგენილი დნმ-ც ოთახში არსებულს ემთხვეოდა. დნმ-ს იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. პოლიციამ დაახლოებით 1500 ადამიანი დაკითხა. დაკითხულთა შორის ინსონიას მეგობარიLily Prudhome-იც იყო. მისი ქმარი ერიკ კოპლი აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში, თუმცა საკუთარი დნმ-ს ნიმუშის ჩაბარებაზე უარი თქვა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დანაშაულის ჩადენიდან ერიკმა აღიარა მკვლელობა და განაცხადა რომ მკვლელობის კონკრეტული მოტივი არ ჰქონია. დანაშაულის აღიარებამდე ერიკი საკუთარი მსხვერპლის მეგობარზე დაქორწინებას გეგმავდა და ქორწილში მოკლული გოგონას ადრიანას დედაც კი მოიპატიჟა. "შენ, ჩემი შვილის მკვლელმა, დამპატიჟე საკუთარ ქორწილში, რომ თვალებში მეყურებინა შენთვის და დამელოცა შენი ოჯახი, როცა ჩემი თვითონ გაანადგურე"-Arlene Allen (ადრიანას დედა) Tony Bagley7 წლის ლას ვეგასელი ბიჭის მკვლელობაც სწორედ ჰელოუინის ღამეს მოხდა.1994 წელს ტონი მის დასთან, დედასთან და დეიდასთან ერთად ჰელოუინზე კამფეტების მოსაპოვებლად მიდიოდა, როდესაც ფრინველის ფორმაში გადაცმულმა უცნობმა მათი მიმართულებით ისროლა. სროლას ტონი შეეწირა, გამოძიებამ კი მკვლელის პოვნა ვერ შეძლო. მკვლელობის მოტივად ტონის მამის ნარკოსაქმიანობა დაასახელეს. პოლიციის ეჭვით ტყვია სწორედ მისთვის იყო გამიზნული. Timothy O'Bryan- 8 წლის ტიმოთი მოწამლა საკუთარმა მამამ. მან შვილს ციანიდით გაჟღენთილი ტკბილეული მისცა. დამნაშავე იმედოვნებდა რომ გამოძიება ვერ დაადგენდა, საიდან მოხვდა ჰელოუინზე მოპოვებულ უამრავი ტკბილეულში მოწამლული კამფეტი. მოწამლული კამფეტები დამნაშავის სხვა შვილებთანაც აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ ბავშვებმა ისინი არ შეჭამეს. ტიმოთის მამა სიკვდილით დასაჯეს. კარლ ჯექსონი თავის შეყვარებულთან ერთად ჰელოუინის წვეულებიდან შვილის წამოსაყვანად მიდიოდა. ახალგაზრდების ჯგუფმა მის მანქანას კვერცხები დაუშინა. ჯექსონი გადმოვიდა და სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაბრუნდა მანქანაში. ახალგაზრდების ჯგუფმა მანქანას ცეცხლი გაუხსნა და ჯექსონი მაშინვე გარდაიცვალა. მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. 2009 წელს აარონ ტომასმა, ცნობილმა დამნაშავემ, სამი გოგონა მოიტაცა. გოგონები ჰელოუინის ღამეს კამფეტების მოსაპოვებლად მეზობლებთან დადიოდნენ. ორი გოგონა მოძალადემ გააუპატიურა რა დროსაც მესამემ მშობელთან დარეკვა მოასწრო. დამნაშავე მიიმალა და ის პოლიციამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავა.