1003
2016.11.03
მეჩეთში ექსკურსიის უარყოფის გამო გერმანელი მშობლები სასამართლოში წარსდგებიან!
გერმანიაში მშობლებმა 13 წლის შვილი ექსკურსიაზე არ გაუშვეს. მიზეზი მეჩეთის მონახულება გახდა, რაც ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა. მათ უარი უთხრეს შვილს შეერთებოდა თანაკლასელებს და წასულიყო რენდსბურგში მდებარე მეჩეთის მოსანახულებლად. აღნიშნული ტური გეოგრაფიის გაკვეთილის ნაწილი იყო.
მშობლები ამ ქმედებისათვის 300 დოლარით დაჯარიმდნენ. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა გერმანიის ზოგიერთ ნაწილში.
მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადეს, რის შემდეგაც საქმეMüller-Rakowგადაეცა. პროკურატურა იმსჯელებს გაიმართება თუ არა სასამართლო პროცესი აღნიშნულ საქმეზე.
ოჯახის ადვოკატმა Alexander Heumann–მა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მოსწავლის მამამ სკოლას მისწერა და ახსნა მიზეზები რატომაც მოხდა ექსკურსიის უარყოფა.
წერილში ამბობდნენ, რომ ღელავდნენ შვილის უსაფრთხოებაზე.
"წლებია გვესმის რელიგიური მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც ისლამის მიმდევრებთან არის დაკავშირებული."
თავად არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ მიეკუთვნებიან და არ სურდათ ექსკურსიის განმავლობაში მათი შვილი ისლამის იდეოლოგიებს გაცნობოდა. მათი აზრით, შესაძლებელი იყო ვინმეს ბიჭი ძალით გადაებირებინა ისლამის თაყვანისმცემლობისაკენ.
სკოლის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათ მუსლიმი მოსწავლეებიც ჰყავთ. მუსლიმმა მშობლებმაც იციან, რომ გამონაკლისები არ დაიშვება. მუსლიმი ბავშვები იღებენ მონაწილეობას ცურვის გაკვეთილებში ისევე როგორც ყველა, ესწრებიან სექსუალური განათლების გაკვეთილებს ისევე როგორც ყველა, შესაბამისად არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება რელიგიური ნიშნით უარი თქვას რაიმე სასკოლო აქტივობაზე.
ადმინისტრაციის აზრით, მოსწავლეებმა სკოლაში ტოლერანტობა და ერთმანეთის არჩევანის პატივისცემა უნდა ისწავლონ, კულტურათა გაცნობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება კი მსგავსი ქმედებების ფონზე შეუძლებელი გახდება.