ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა724 2016.11.08
ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა
Doing Business-ის რეიტინგში, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში, საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის კვლევის - “Doing Business 2017-ის” მიხედვით, საქართველო რეიტინგში დაწინაურდა და მე-16 ადგილი დაიკავა. გასულ წელს ქვეყანა ამ კვლევის მიხედვით 23-ე ადგილს იკავებდა. საქართველო მსოფლიოს იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელებმაც ბიზნეს რეგულაციების კუთხით წარმატებას მიაღწიეს. ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მაკედონიასა და ლატვიასთან ერთად მოწინავე პოზიციაზეა. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში, საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილი დაიკავა. წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო