საქართველოში  არჩევნების ელექტრონულად ჩატარება იგეგმება890 2016.11.11
საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარება იგეგმება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით “საქართველო იმ შეფასების შედეგად, რომელიც ჩვენ შარშან ჩავატარეთ იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ეგიდით, ირკვევა, რომ ტექნოლოგიურადაც და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც არის სრულად მზად იმისთვის, რომ ელექტრონული არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა კანონმდებელთა მხარდაჭერა, საკანონმდებლო ცვლილებები. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ მოსახლეობის მხარდაჭერა ამგვარი მოდელისადმი და ნდობა ამგვარი ტიპის არჩევნებისადმი. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად საქართველო ელექტრონული არჩევნების ჩასატარებლად და მისი კიბერშეტევებისგან დასაცავად არის 100%-ით მზად”