80 წლის ანზორ მაძღარაშვილმა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დავა მოუგო!1212 2016.11.29
80 წლის ანზორ მაძღარაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დავა მოუგო!
,, 80 წლის ანზორ მაძღარაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო მეორე ინსტანციაშიც მოუგო!მაძღარაშვილი მირზაანში ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე დაახლოებით ხუთი ათეული წელი მუშაობდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე პაატა ნოზაძემ ანზორმაძღარაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა. დღეს, 2016 წლის 25 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გოგიტა თოთსაშვილთან ერთად საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილისა და ვანო წიკლაური." წყარო:ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი