მცირეწლოვანმა ასაფეთქებლის  გამო მძიმე დაზიანება მიიღო1350 2016.12.15
მცირეწლოვანმა ასაფეთქებლის გამო მძიმე დაზიანება მიიღო
თბილისში, სამ წლამდე ბავშვს ე.წ. ხლაპუშკის აფეთქების შედეგად ხელის მტევანი დაუზიანდა. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მცირეწლოვანს მარჯვენა მტევანზე დამწვრობა და ჭრილობები აღენიშნებოდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს პირველადი ქირურგიული დამუშავება ჩაუტარდა. „ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, საბედნიეროდ მტევანი გადარჩა, ფუნქცია აღდგენილია. ბავშვს გაუმართლა“,- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ზამთრის სეზონის დადგომიდან წელს ეს მეორე შემთხვევაა.