1467
2017.06.24
11 მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც მართვის მოწმობის 100 - ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა გავითავლისწ
1 ივლისიდან მართვის მოწმობაზე ქულათა სისტემა ამოქმედდება და მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ იმ მნშვნელოვანი პუნქტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რაც მოქალაქეებმა 100 ქულიან სისტემასთან დაკავშირებით უნდა იცოდნენ.1.ქულათა სისტემის მიხედვით საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა 1 წლის განმავლობაში. მიმდინარე წელი წარმოადგენს გამონაკლისს და ერთი კალენდარული წლის ნაცვლად 100 ქულის მინიჭება მოხდება 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება 100 ქულიანი სისტემის ერთწლიანი ციკლი.2.კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის გაცემის დღეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება, კალენდარული წლის განმავლობაში ჩამორთმეული ან შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობის შეცვლა ან დაკარგული მართვის მოწმობის აღდგენა არ იწვევს ქულათა რაოდენობის ზრდას. ანუ სხვაგვარად, რომ ავხსნათ თუ თქვენ გეწურებათ ქულები და გამოიყენებთ ხრიკს, რომ "დაკარგეთ" მართვის მოწმობა და გინდათ მისი აღდგენა (იმ იმედით, რომ ისევ 100 ქულა გექნებათ), თქვენ აღდგენილ მართვის მოწმობაზე მაინც იმდენი დაგერიცხებათ, რამდენიც დაკარგვის მომენტში გქონდათ.3.დარიცხული ქულები ძალაშია მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები უქმდება და მართვის მოწმობას ხელახლა ენიჭება 100 ქულა.4. თუ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შეაბამისად, კალენდარული წლის განმავლობაში მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები ისე შემცირდება, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობა ნულს ან ნულზე ნაკლებ რიცხვს გაუტოლდება, მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები ამოწურულად ჩაითვლება. მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების ამოწურვა იწვევს ამ მართვის მოწმობის მფლობელი პირისათვის მინიჭებული ყველა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) მართვის უფლების შეჩერებას 1 წლის ვადით.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ელექტრონული ფოსტის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით მართვის უფლების გაუქმების რისკის შესახებ გააფრთხილოს ის პირი, რომლის მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობა 20 ქულამდე შემცირდება, თუ იგი ფლობს ამ პირის შესახებ შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას.6. სხვა ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას, მისი მფლობელის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში პირველად შემოსვლის დღიდან, ერთჯერადად ენიჭება 100 ქულა, რომელიც ძალაშია მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში, სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობიS მფლობელი პირის საქართველოში ყოფნის პერიოდში. სხვა ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, აღნიშნული მართვის მოწმობის მფლობელს ეკრძალება საქართველოში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.7. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ ვრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი.8.პირს, რომელსაც მართვის უფლება შეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება საქართველოს შენაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ. კალენდარული წლის განმავლობაში მართვის უფლების განმეორებით შეჩერების შემთხვევაში, პირს მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლის უფლება წარმოეშობა მართვის უფლების შეჩერებიდან კალენდარული წლის გასვლის შემდეგ.9. პირს მართვის უფლება აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მინიჭებული შესაბამისი კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, თუ მართვის უფლების შეჩერებამდე პირს მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ ერთი კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.10. თუ პირს მართვის უფლების შეჩერებამდე მინიჭებული ჰქონდა ერთზე მეტი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პირს მართვის უფლება აღუდგება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მინიჭებული, პირის გადაწყვეტილებით იმ კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, რომლის მოპოვება ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას.11. 2017 წლის 1 ივლისამდე ჩამორთმეულ ან შეჩერებულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობას, 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში ენიჭება კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.