შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია)
ამ კანონის მიზნებისათვის იურიდიული პირი, რომელშიც სხვა იურიდიული პირი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 ან მეტ პროცენტს.
2059 ვრცლად ნახვა
შვილობილის მოვლა და აღზრდა
შრომითი საქმიანობა, რომელიც განსხვავდება ბავშვთა მოვლისა და აღზრდის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან (შვილად აყვანა, მეურვეობა, მზრუნველობა) შემდეგი დამახასიათებელი ნიშნებით: დროებითი სახელშეკრულებო ხასიათი, მიმღები ოჯახის სათანადო მომზადება, მის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურება და აღნიშნული საქმიანობის საერთო შრომით სტაჟში ჩათვლა.
1153 ვრცლად ნახვა
შემოტანილი პატენტი
უცხოეთში დაპატენტებულ გამოგონებაზე ამ კანონის შესაბამისად გაცემული პატენტი
1045 ვრცლად ნახვა
ჯვრისწერას, შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს
ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიეცეს. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგნეტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება. ამასთან, კომისიის შემადგენლობა შეიცვალა....
1363 ვრცლად ნახვა
ქვეყნიდან გაძევება ”ზედმეტად სიმპათიურობის” ბრალდებით
მეტად უცნაური და, ერთი შეხედვით, კომიკური ფაქტი დაფიქსირდა საუდის არაბეთში, სადაც სამი მამაკაცი ქვეყნიდან გააძევეს. მიზეზი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი ”ზედმეტად სიმპათიურობა” აღმოჩნდა. მამაკაცები ერ-რიადში მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალს ესწრებოდნენ, რა დროსაც ისინი შარიათის გვარდიის წევრებმა დააკავეს. მათ ჩათვალ...
974 ვრცლად ნახვა
შეზღუდვის პროპორციულობა
ლეგიტიმური მიზნისა და კრიტიკული აუცილებლობის შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი საშუალებაა. უფრო მკაცრი ზომების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და კრიტიკული აუცილებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
963 ვრცლად ნახვა
შანტაჟი
პირის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით.
2696 ვრცლად ნახვა
ქონებრივი რესტიტუცია
კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება.
2173 ვრცლად ნახვა
შეთავაზება
გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების გაყიდვის ან ანაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასზე საკუთრების უფლების შეთავაზების.
822 ვრცლად ნახვა