უფლებაუნარიანობა
პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები.
2346 ვრცლად ნახვა
უფლებამოსილება
დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები.
1472 ვრცლად ნახვა
უტილიზაცია
ლატარიის, მომგებიანი თამაშობის ბილეთის განადგურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
1058 ვრცლად ნახვა
უმცროსი ექიმი
თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით.
1968 ვრცლად ნახვა
უიმედო სესხი
სასესხო დავალიანება, რომელიც ვერ დაიფარება სასესხო დავალიანების ამოღების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელების შედეგად
865 ვრცლად ნახვა
სასამართლოში ქცევის წესები
სასამართლოში წესრიგის უზრუნველყოფას, ასევე საქმის განხილვის მიმდინარეობისას პროცესის მონაწილეთა და სხდომაზე დამსწრე პირთა მიერ დადგენილი ქცევის წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის. სასამართლოში წესრიგი დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სხდომის დარბაზში – სხდომის თავმჯდომარ...
1157 ვრცლად ნახვა
2013 წლის 10 აპრილი
საღამო მშვიდობის მეგობრებო! დღეს 2013 წლის 10 აპრილია, ოთხშაბათი დღე. საადვოკატო ბიურო OK & C–ისთვის სამუშაო კვირის "შუაგული". დღევანდელი დღე ჩვენი ბიუროსთვის სასამართლო პროცესების რაოდენობით გამოირჩეოდა. ჩვენმა ადვოკატებმა სამ სასამართლო პროცესზე დაიცვეს მარწმუნებლის ინტერესები. ტრადიციულად უფასო იურიდიული კონსულტაცია გაეწიათ დაინტერეს...
826 ვრცლად ნახვა
უსაფრთხოების ზონა
ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების აქტიური და მასობრივი მოქმედების ზონა.
846 ვრცლად ნახვა
უსაფრთხოების დეკლარაცია
საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის შეფასების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ.
983 ვრცლად ნახვა