„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულება უქმდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლი იცვლება და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „პირის შრომითი ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში მიღებისათვის, როგორც წესი, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში განცხადების წარდგენისათვის განისაზღვრება 10 კალენდარული დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე“.
აღნიშნულ ცვლილებას ნეგატიურად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ვალდებულების გაუქმება გაზრდის საჯარო სამსახურის სისტემაში გაუმჭვირვალე და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების, ასევე, ნეპოტიზმის რისკს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიზნებს. „გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილება საჯარო დაწესებულებებს ანიჭებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისათვის გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების თაობაზე, ასევე, მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მასში მონაწილეობა,“-აცხადებენ საიაში.
კანონში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებელმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმაც.
„დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების ერთ-ერთი მთავარი სტანდარტი არის ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი შრომის ბაზარი. განვითარებად სახელმწიფოებში, როგორიც არის საქართველო, ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩამოყალიბებული არ არის შრომის კულტურა; სწორედ ამ დროს უნდა ითამაშოს სარკის როლი საჯარო სამსახურებმა და სწორედ მათ შექმნან მაღალი სტანდარტის შრომის ბაზარი, რაც მაგალითი იქნება კერძო სექტორისთვის თუ სხვადასხვა ორგანიზაციისთვის და ეს პოზიტიურად აისახება დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთობებზე. ასეთი ტიპის სტანდარტებს უნდა აწესებდნენ საჯარო სამსახურები. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ვაწყდებით სამწუხარო რეალობას, როცა სახელმწიფო ამ სტანდარტის გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო წევს ხარისხს. ამ კანონის პროექტის მიხედვით, ეჭვქვეშ დგება საჯარო დაწესებულებაში მიღების გამჭვირვალობა, გაჩნდება ნეპოტიზმის გაზრდუს რისკი და სამართლიანი პროცედურების ფორმირებაც ნაკლებად გამჭვირვალე იქნება; საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველს კი, რომელიც ამა თუ იმ კონკურში მონაწილეობის შემდეგ ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, ანუ ვერ დასაქმდება, გაუჩნდება ლეგიტიმური ეჭვი იმისა, რომ მის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მექანზმი შემოიღოს, კიდევ უფრო გაზარდოს კონკურენცია და იზრუნოს იმაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი შრომის ბაზარი,“- განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში