თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8 კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც არაერთხელ დადასტურდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ხმის დამთვლელი კომისიის მხრიდანაც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს არჩევნების ლეგიტიმურ პროცესს და მოუწოდებს ყველა ადვოკატს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში,“- ნაქვამია ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრების გამოსავლენად არჩევნები ჩატარდა. პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და დაინიშნა მეორე ტური, რომელიც მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში