error1433 2017.12.27
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელების და წარდგინებების რიცხვი იმატებს

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ სასამართლოში შესული კონსტიტუციური სარჩელების და წარდგინებების რიცხვი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს).

 

ორგანიზაციამ კვლევა 2012-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარა. „ 2012 წელს სასამართლოში დარეგისტრირდა 27 სარჩელი და წარდგინება, ხოლო 2016 წელს - 158. 2017 წლის საწყისი 8 თვის მდგომარეობით სასამართლოში დარეგისტრირებულია 384 სარჩელი და წარდგინება,“-ნათქვამია ანგარიშში.