error1511 2018.01.03
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციას განახორციელებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება ენიჭება, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია განახორციელოს. 

სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შემოღება “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით არის გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტს, მეოთხე ტალღის რეფორმის სახით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარუდგინა. 

ამავე ცვლილებებით, იზრდება იმ საქმეთა წრე, რომელიც მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. გარდა ამისა, იზრდება საქმეთა დასაშვებობის ზღვარი სააპელაციო სასამართლოში.

კიდევ ერთი სიახლე სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტის შემოღებაა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს. 

როგორც პარლამენტში განმარტავენ, ცვლილებების მიზანია მართლმსაჯულება გახდეს უფრო სწრაფი და მოხდეს სასამართლოს განტვირთვა.

 

წყარო: ipn.ge 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში