2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადი უწესდებათ.
გადასახადის წლიური განაკვეთი, გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით დიფერენცირდება.
კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებს, რომელთაც ქონების დეკლარირება 2017 წლის შემოსავლების მიხედვით 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოუწევთ და ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,05%-ს და არაუმეტეს 0,2 %-ს გადაიხდიან; ხოლო 100 ათასი ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,8% და არაუმეტეს 1% იქნება გადასახდელი.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს მიაჩნია, რომ ავტომანქანის ქონების გადასახადი ოჯახის წლიურ შემოსავალზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხშირი იქნება შემთხვევები, როდესაც შესაძლოა, ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, თუმცა ოჯახის ერთ-ერთ წევრს საკუთრებაში გააჩნდეს დაბალი საბაზრო ღირებულების ავტომანქანა, რა შემთხვევაშიც, იგი იძულებულია, მიუხედავად მისი ყოველთვიური დაბალი შემოსავლისა, ავტომანქანაზე გადაიხადოს ქონების გადასახადი,“-განმარტავს საადვოკატო ბიურო „OK&CG“ იურისტი, ქეთევან ქავთარაძე.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ავტომანქანებზე ქონების გადასახადის დაწესება მხოლოდ ავტომანქანების საბაზრო ღირებულების შესაბამისად მოხდებოდა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში