error1214 2018.01.08
პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს.

 

 გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ თანამდებობას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაიკავებს, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალურ წარდგენამდე განმარტებები არ კეთდება.

 

 ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანა დოლიძის გარდა, განიხილებოდა კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დოლიძეზე შეჩერდა. 

 

 დაიკავებს თუ არა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობას, 15 საათზე გახდება ცნობილი. 

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას 4 წლის განმავლობაში ვახტანგ მჭედლიშვილი იკავებდა, რომელსაც ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.