2017 წლის 11 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებმა 10 796 ადმინისტრაციული საქმე განიხილეს.
სტატისტიკის თანახმად, სასამართლოებში 3 022 ადმინისტრაციული სარჩელი ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, 7 774 სარჩელი კი - ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა შეიტანეს. განხილული 10 796 სარჩელიდან სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლო გადაწყვეტილება 5 841 შემთხვევაში მიიღო, 3 935 კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ. 2017 წლის 11 თვეში რეგისტრირებული საჩივრებიდან მხოლოდ 21 დასრულდა მორიგებით.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, 2017 წლის 11 თვეში, მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სულ 1 664 ადმინისტრაციული საჩივარი განიხილეს, საიდანაც 796 საქმეზე გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 851 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ გადაწყდა. 8 ადმინისტრაციული საჩივარი მორიგებით დასრულდა, 9 საქმე კი ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დაბრუნდა.
2017 წლის 11 თვეში, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ, 662 საკასაციო საჩივარი იქნა განხილული, საიდანაც 191 საქმე ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ, 439 საქმე კი ფიზიკური და იურიდიული პირების სასარგებლოდ დასრულდა. მხარეები 1 საქმეზე მორგიდნენ. 13 საკასაციო საჩივრის განხილვის შემდეგ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმის ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
წყარო: IPN.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში